Sunday, October 27, 2019

შეხვედრები საწრეო მუშაობის მათემატიკაში


     
1.  2019 წლის 4 ოქტომბერს შედგა წრის მეცადინეობის 1-ლი შეკრება. წრის მუშაობის
თემა იყო: შეკრება-გამოკლება 20-ის ფარგლებში. წრის მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეთათვის 20-მდე რიცხვების შეხსენება, მათი ამოცნობა, რიცხვებში ათეულებისა და ერთეულების გამოყოფა, ათეულზე ერთეულის მიმატება და გამოკლება. ასევე პოზიტიური განწყობის შექმნა. შესწავლილი რიცხვების დაკავშირება მათემატიკური ნიშნების საშუალებით, ნიშნების დახასიათება.
  მოსწავლეებმა შეძლეს 20-მდე რიცხვების დასახელება, რიცხვებში ათეულების გამოყოფა, ათეულზე ერთეულის მიმატება და გამოკლება. მეცადინეობა ჩავატარე წინარე ცოდნის გააქტიურებით, გავიხსენეთ ოცამდე რიცხვების წინა და მომდევნო რიცხვები, დავითვალეთ რიცხვები 1-ის ბიჯით. ვიმუშავეთ შეკრებისა და გამოკლების გზებზე. განვიხილეთ და ამოვხსენით მაგალითები, სადაც ათეულს ერთეული სხვადასხვა მეთოდით გამოვაკელით და მივუმატეთ. მუშაობის პროცესში გამოვიყენეთ პროექტორი, შევასრულეთ პროექტორით გაშუქებული დავალებები.

    
2.  2019 წლის 11 ოქტომბერს შედგა მათემატიკის წრის  მე-2  მეცადინეობა. გაკვეთილის თემა: რიცხვების გაორმაგება. გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეებს შეძლებოდათ რიცხვების გაორმაგება სხვადასხვა მოდელების გამოყენებით. მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოების გაორმაგებაზე სხვადასხვა მოდელების გამოყენებით:  სათვლელი ჩხირები, ილუსტრაციები, ბარათები. ჩაწერეს მაგალითები. მოსწავლეება გაიხსენეს შეკრების თვისებები და ამის გამოყენებით მოახდინეს გაორმაგების მაგალითის ჩაწერა და გააორმაგეს მოცემული რიცხვი. მოახდინეს გაორმაგების მოქმედების დემონსტრირება საგანთა მოცემული რაოდენობის ჯგუფისთვის იგივე რაოდენობის ჯგუფის დამატებით. გააორმაგეს რიცხვები 10-ის ფარგლებში, ასევე სრული 10-ეულები და 20-ეულები. დააკავშირეს ეს მოქმდება შესაბამის ბიჯით თვლასთან. დაადგინეს არის თუ არა მოცემული რიცხვი სხვა რიცხვის ორმაგი.

3.     2019 წლის 18  ოქტომბერს  შედგამე-3 მეცადინეობა. მეცადინეობის თემა იყო: რიცხვების განახევრება. მიზანი: მოსწავლეებს შეძლებოდათ რიცხვების განახევრება სხვადასხვა მოდელების გამოყენებით. მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები განახევრებაზე სხვადასხვა მოდელების გამოყენებით:  სათვლელი ჩხირები, ილუსტრაციები, ბარათები.  ჩაწერეს მაგალითები. მოსწავლეება გაიხსენეს გამოკლების  თვისებები და ამის გამოყენებით მოახდინეს განახევრების მაგალითის ჩაწერა და გაანახევრეს მოცემული რიცხვი. მოახდინეს განახევრების მოქმედების დემონსტრირება საგანთა მოცემული რაოდენობის ორ ტოლ გროვად განაწილებით. გაანახევრეს ლუწი რიცხვები 10-ის ფარგლებში, ასევე სრული 10-ეულები და 20-ეულები. დაადგინეს არის თუ არა მითითებული რაოდენობა სხვა მითითებული რაოდენობის ნახევარი, გამოიყენეს საგანთა დაწყვილების მეთოდი. გამოიყენეს უკუთვლა და გაანახევრეს ლუწი რიცხვები. მოახდინეს განახევრების ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირება.

4.     2019 წლია 25 ოქტომბერს შედგა მათემატიკური წრის მეცადინეობის მე-4 გაკვეთილი. თემა იყო: ამოცანის შემადგენელი ნაწილების დასახელება. პირობის გამოყოფა და კითხვის დასმა. წრის მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ამოცანის შემადგენელი ნაწილების შეხსენება, ამოცანის პირობისა და კითხვის გამოყოფა,მოსწავლეებს შეძლებოდათ მარტივი ამოცანების ამოხსნა.  ვიმუშავეთ ამოცანებში ძირითადი საკითხებისა და ქვესაკითხების გამოკვეთა-გამოყოფაზე, ასევე ამოცანიდან კითხვის ამოღებაზე. ყურადღების კონცენტრაციაზე და ამოცანის მიმართ ინტერესის გაღვივებაზე. დავასახელეთ ამოცანის შემადგენელი ნაწილები. მოსწავლეებმა გაიაზრეს და ამოხსნეს მარტივი ამოცანები.

5.   2019 წლის 1 ნოემბერს გაიმართა წრის მეცადინეობის მე-5 გაკვეთილი. გაკვეთილის თემა იყო:   ამოცანების ამოხსნა. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებს შეძლებოდა ამოცანების გააზრება და ამოხსნა. -ით მეტი და -ით ნაკლების ტერმინების გააზრდება და გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.  ვიმუშავეთ ამოცანაში ძირითადი საკითხებისა და ქვესაკითხების გამოყოფაზე. ყურადღება გავამახვილე -ით მეტი და -ით ნაკლები ტერმინების მნიშვნელობაზე ამოცანებში. დაუკავშირეს ტერმინები მეტი და ნაკლები მათემატიკურ მოქმედებებს. მოსწავლეებმა შეძლეს მარტივი ერთმოქმდებიანი ამოცანების ამოხსნა დასახელებული ტერმინების გამოყენებით, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა ყურადღების მობილიზება და მეხსიერება.


  6.  2019 წლის 8 ნოემბერს შედგა მე-6 მეცადინეობა.  გაკვეთილის თემა: არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე ( შეკრება).  გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის 20-ის ფარგლებში რიცხვების შეხსენება და ათეულის გავლით შეკრება. მოსწავლეებმა შეძლეს 20-ის ფარგლებში რიცხვების დასახელება, ათეულისა და ერთეულის გამოყოფა. წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება და ათეულზე გავლით რიცხვების შეკრება. ასევე გამოიყენეს შეკრების სხვადასხვა მეთოდები.  დაასახელეს შეკრების კომპონენტები.   მოახდინეს შეკრების დემონსტრირება მოდელების გამოყენებით, დაადგინეს მოქმედების შედეგი, რამდენით გაიზარდა მოცემული რიცხვი. მოახდინეს რიცხვების შეკრება რიცხვითი კიბისა და საგანთა გროვების გამოყენებით. ასევე გამოვიყენეთ 1-ის ბიჯით თვლა რიცხვების შეკრებისას. მოვახდინეთ შეკრების კომპონენტების დამრგვალება და ზეპირი შეკრება. იმსჯელეს რატომ არის მიახლოებითი პასუხი ზუსტზე მეტი ან ნაკლები.




 7.  2019 წლის 15 ნოემბერს გაიმართა რიგით მეცხრე მეცადინეობა მათემატიკის წრისა. გაკვეთილის თემა იყო: არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე (გამოკლება). გაკვეთილის მიზანი იყო: 20-ის ფარგლებში რიცხვების გამოკლება ათეულზე გავლით. მოსწავლეებმა შეძლეს 20-ის ფარგლებში რიცხვების დასახელება, ათეულისა და ერთეულის გამოყოფა. წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება და ათეულზე გავლით რიცხვების გამოკლება. ასევე გამოიყენეს გამოკლების სხვადასხვა მეთოდები.  დაასახელეს გამოკლების კომპონენტები.   მოახდინეს გამოკლების დემონსტრირება მოდელების გამოყენებით, დაადგინეს მოქმედების შედეგი, რამდენით შემცირდა მოცემული რიცხვი. მოახდინეს რიცხვების გამოკლება რიცხვითი კიბისა და საგანთა გროვების გამოყენებით. ასევე გამოვიყენეთ 1-ის ბიჯით თვლა რიცხვების გამოკლებისას. მოვახდინეთ გამოკლების კომპონენტების დამრგვალება და ზეპირი გამოკლება. იმსჯელეს რატომ არის მიახლოებითი პასუხი ზუსტზე მეტი ან ნაკლები. შეძლეს გამოკლების მაგალითის  შემოწმება შეკრებით. მუშაობის პროცესში გამოვიყენეთ პროექტორი, შევასრულეთ პროექტორით გაშუქებული დავალებები.
  

8. 



















2019 წლის 22  ნოემბერს შედგა მათემატიკის წრის რიგით მე-8, ბოლო, შემაჯამებელი მუშაობა. მოსწავლეებმა გააანალიზეს განხილული საკითხები. კიდევ ერთხელ შეაჯამეს ნასწავლი თემები და გამოთქვეს სურვილი იმისა, რომ დიდი სიამოვნებით გააგრძელებდნენ მეცადინეობას კიდევ. მეცადინეობაზე გაიმართა დისკუსია, თუ რა მოგვცა ამ სასწავლო წლის პირველ სემესტრში ერთად მუშაობამ. აღინიშნა, რომ საკმაოდ საინტერესო და შედეგიანი იყო შეხვედრები, გავიგეთ ბევრი რამ ახალი, განვამტკიცეთ ნაცნობი საკითხები. მოეწყო მშობლებისა და მოსწავლეების გამოკითხვა (თან ერთვის გამოკითხვის შედეგები).



No comments:

Post a Comment