07.10.19 ჩატარდა პირველი საწრეო მუშაობა.
პირველი გაკვეთილი:
თემა - ადამიანის სხეულის ნაწილები
მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი მასწავლებლის მიერ მიცემულ სხვადასხვა სახალისო დავალებებს.
ჩატარებულმა მეცადინეობამ გამოიწვია მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა და თემისადმი დიდი ინტერესი.
14.10.19. ჩატარდა მეორე საწრეო
მუშაობა ბუნებაში.
შეხვედრის მიზანი იყო
მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებისა და მსჯელობის საშუალებით
გაეკეთებინათ დასკვნა, თუ რატომ უნდა გავუფრთხილდნენ სხეულის ნაწილებს.
მონაწილეებმა დაასახელეს
ადამიანის სხეულის ძირითადი ნაწილები (თავი, ხელი, ფეხი, ტანი) და ისაუბრეს
თითოეული მათგანის მნიშვნელობაზე. წაიკითხეს მცირე ზომის მოთხრობები, ასევე
ბუკის საშუალებით დაათვალიერეს სხეულის ნაწილები (ცხვირი, პირი, ყური,
თვალი, თმა) და იმსჯელეს თუ რა როლი აქვთ მათ ადამიანის ჯანმრთელობასა და
ყოფა-ცხოვრებაში.
შეხვედრა მეტად საინტერესო
აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის და გამოიწვია მათი საგაკვეთილო პროცესში აქტიური
ჩართულობა.
21.10.19. ჩატარდა მესამე საწრეო მუშაობა ბუნებაში.
მუშაობის მიზანს წარმოადგენდა
ვირუსებისა და ინფექციების შესახებ ინფორმაციების მირება, მათი გამომწვევი მიზეზების
დასახელება და თავიდან აცილების გზების ძიება.
შეხვედრა მეტად საინტერესო
იყო თავისი თემატურობითა და აქტივობებით. მოსწავლეებმა წებოვან ბარათებზე დაწერეს მათთვის
ნაცნობი დაავადებები (ინფექციური, ვირუსული); ჩამოთვალეს ინფიცირების წყაროები (გამომწვევი
მიზეზები); იმსჯელეს მათი თავიდან აცილების გზებზე:
· იხილეს ფოტო
მასალა, სადაც ნათლად ჩანდა ის უხილავი ბაქტერიები, რომლებიც ყოველდღიურად ხვდებიან
ადამიანის კანზე და აინფიცირებენ სხეულს
· თეზისებად
ჩამოაყალიბეს დაავადებების თავიდან აცილების საშუალებები
· დააჯგუფეს
სასარგებლო და არასასარგებლო საკვები პროდუქტები
საწრეო მუშაობა მატად
ნაყოფიერი აღმოჩნდა მსმენელებისათვის. გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები თუ როგორ გამოიყენებენ
მიღებულ ცოდნას ცხოვრებაში.
გამოიკვეთა მოსწავლეთა აქტიური
ჩართულობა.
28.10.19. მეოთხე შეხვედრა
ჩატარდა ბუნების წრის მეოთხე გაკვეთილი, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებს გაეცნობიერებიათ თუ რა მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობებს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთენ მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ აქტივობებში: უპასუხეს შეკითხვებს, იმსჯელეს ვარჯიშების ნაირსახეობასა და ტიპებზე, დაწერეს საკუთარი მოსაზრებები და წარმოადგინეს ჯგუფის პრეზენტატორებმა. დასასრულს ხელმძღვანელმა მოსწავლეებს შეასრულებინა მსუბუქი ტანვარჯიში.
მონაწილეებისათვის საკმაოდ სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ეს შეხვედრა.
04.11.19. ჩატარდა ბუნების
წრის მეხუთე გაკვეთილი.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საკვები პროდუქტების კლასიფიკაცია სასარგებლო და
უსარგებლო პროდუქტებად.
მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად დაასახელეს ორივე
კატეგორიის საკვები პროდუქტები. იხილეს მასწავლებლის მიერ პროგრამა powerpoint - ში
მომზადებული პრეზენტაცია საკვები პროდუქტების შესახებ. შე,დეგ მოსწავლეებმა წებოვან
ფურცლებზე დაწერეს თავიანთი მოსაზრებები და გამოაკრეს დაფაზე.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს საკითხისადმი.
მათ გაუჩნდათ სურვილი იკვებონ სწორად.
11.11.19. გაიმართა რიგით მეექვსე
წრის მუშაობა თემაზე: "დღის რეჟიმი". შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთა
მიერ დღის რეჟიმის შედგენას.
მონაწილეებმა იმუშავეს ტრიადებში და წარმოადგინეს საკუთარი ყოველდღიური ცხოვრების ელემენტები, რაც შეაჯერეს მასწავლებლის დახმარებით და ერთი მთლიანი რეჟიმი შექმნეს.
გამოიკვეთა მოსწავლეთა აქტიურობა და ჩართულობა მუშა პროცესში. დადებითად შეაფასეს შეხვედრა.
მონაწილეებმა იმუშავეს ტრიადებში და წარმოადგინეს საკუთარი ყოველდღიური ცხოვრების ელემენტები, რაც შეაჯერეს მასწავლებლის დახმარებით და ერთი მთლიანი რეჟიმი შექმნეს.
გამოიკვეთა მოსწავლეთა აქტიურობა და ჩართულობა მუშა პროცესში. დადებითად შეაფასეს შეხვედრა.
18.11.19. ჩატარდა მეშვიდე საწრეო მუშაობა ბუნებაში. მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები თემაზე: ვისწავლოთ საკუთარი თავის მოვლა. დამზადებული ბუკლეტები გამოფინეს ჯგუფებმა. ბოლოს კი შეაჯამეს და შეაფასეს მუშაობა.შეხვედრა მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.
25.11.19 მერვე გაკვეთილი მიზნად ისახავდა წინა შვიდი სამუშაოს შეჯამებას;
მონაწილეების მიერ დამზადებული საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებას სკოლის დანარჩენი
მოსწავლეებისათვის.
დასკვნით საწრეო მუშაობას ესრებოდა
სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.
შეხვედრა წარიმართა დისკუსიის
სახით. მოსწავლეებმა გამოიჩინეს დიდი ინტერესი საკითხისადმი და აქტიურობა პროცესში.
შემდეგ კი მსმენელებს დაურიგდათ
საინფორმაციო ბუკლეტები.
შეხვედრა მეტად საინტერესო
აღმოჩნდა ყველასთვის, მოსწავლეებმა მოახერხეს სხვათა ინფორმირება საკუთარი თავის უსაფრთხოებისა
და ჯანმრთელობის შესახებ.
No comments:
Post a Comment