04.10.19. შედგა
,, მკითხველთა გუნდის " # 1 შეხვედრა . ვინაიდან წრის მიზანია წიგნიერების
ამაღლება , საჭირო იყო პირველ ეტაპზე გაგვერკვია , თუ როგორ კითხულობენ მოსწავლეები
ახალ , უცხო ტექსტს. სწორედ ამიტომ ამ შეხვედრას დიაგნოსტიკური დატვირთვა ჰქონდა -
მოსწავლეებმა აჩვენეს საკუთარი კითხვის დონე.
11.10.19. შეხვედრა #2 - წაკითხულის გაგება- გააზრება
. წიგნიერების პრობლემა იმაში მდგომარეობს ,რომ მოსწავლეები კითხულობენ , მაგრამ ზედაპირულად
. უჭირთ წაკითხულის გაგება- გააზრება. ამ შეხვედრის მიზანიც ეს იყო , უკეთ გაგვეგო
წაკითხული და გააზრებულად გვემსჯელა ტესქსტის პირობის ირგვლივ.
25 .10.2019 წ. ჩატარდა მკითხველთა გუნდის მე-4 შეხვედრა
. შეხვედრის თემა იყო წაკითხულის გაგება-გააზრება. კერძოდ, სხვადასხვა ლიტერატურული
ჟანრის ტექსტების მოსმენა და საკუთარი აზრისა და ემოციები წერილობით გამოხატვა.
01.11.2019 წ. ჩატარდა მკითხველთა გუნდის მე-5 შეხვედრა .ტექსტის აწყობა, წაკითხვა , გაგება , გააზრება. დანაწევრებული ეპიზოდების მიხედვით
ტექსტის გამთლიანება , წაკითხვა და ეპიზოდის დასათაურება.
08.11.19. ჩატარდა მკითხველთა გუნდის მე-6 შეხვედრა. ტექსტის ეპიზოდების ერთმანეთთან დაკავშირება, მთავარი თემის განსაზღვრა გმირის საქციელის შეფასება.
მცირე ზომის ტექსტები , თაბახის ფურცელზე ამობეჭდილიგრაფიკულ-მაორგანიზებელი სქემები- გმირის რუკა.
15.11.19. ჩატარდა მკითხველთა გუნდის მე-7 შეხვედრა.როლური თამაშები,თოჯინებითა და საკუთარი ნახატებით როლების მორგება და ტექსტის თეატრალური წარმოდგენა.
22.11.19 ჩატარდა მკითხველთა გუნდის მე-8 შეხვედრა.მხატვრული კითხვა.მოსწავლეები მხატვრულად კითხულობენ ლექსებს.
No comments:
Post a Comment