Thursday, November 28, 2019
Sunday, October 27, 2019
საწრეო შეხვედრები ბუნებაში
07.10.19 ჩატარდა პირველი საწრეო მუშაობა.
პირველი გაკვეთილი:
თემა - ადამიანის სხეულის ნაწილები
მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი მასწავლებლის მიერ მიცემულ სხვადასხვა სახალისო დავალებებს.
ჩატარებულმა მეცადინეობამ გამოიწვია მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა და თემისადმი დიდი ინტერესი.
14.10.19. ჩატარდა მეორე საწრეო
მუშაობა ბუნებაში.
შეხვედრის მიზანი იყო
მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებისა და მსჯელობის საშუალებით
გაეკეთებინათ დასკვნა, თუ რატომ უნდა გავუფრთხილდნენ სხეულის ნაწილებს.
მონაწილეებმა დაასახელეს
ადამიანის სხეულის ძირითადი ნაწილები (თავი, ხელი, ფეხი, ტანი) და ისაუბრეს
თითოეული მათგანის მნიშვნელობაზე. წაიკითხეს მცირე ზომის მოთხრობები, ასევე
ბუკის საშუალებით დაათვალიერეს სხეულის ნაწილები (ცხვირი, პირი, ყური,
თვალი, თმა) და იმსჯელეს თუ რა როლი აქვთ მათ ადამიანის ჯანმრთელობასა და
ყოფა-ცხოვრებაში.
შეხვედრა მეტად საინტერესო
აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის და გამოიწვია მათი საგაკვეთილო პროცესში აქტიური
ჩართულობა.
21.10.19. ჩატარდა მესამე საწრეო მუშაობა ბუნებაში.
მუშაობის მიზანს წარმოადგენდა
ვირუსებისა და ინფექციების შესახებ ინფორმაციების მირება, მათი გამომწვევი მიზეზების
დასახელება და თავიდან აცილების გზების ძიება.
შეხვედრა მეტად საინტერესო
იყო თავისი თემატურობითა და აქტივობებით. მოსწავლეებმა წებოვან ბარათებზე დაწერეს მათთვის
ნაცნობი დაავადებები (ინფექციური, ვირუსული); ჩამოთვალეს ინფიცირების წყაროები (გამომწვევი
მიზეზები); იმსჯელეს მათი თავიდან აცილების გზებზე:
· იხილეს ფოტო
მასალა, სადაც ნათლად ჩანდა ის უხილავი ბაქტერიები, რომლებიც ყოველდღიურად ხვდებიან
ადამიანის კანზე და აინფიცირებენ სხეულს
· თეზისებად
ჩამოაყალიბეს დაავადებების თავიდან აცილების საშუალებები
· დააჯგუფეს
სასარგებლო და არასასარგებლო საკვები პროდუქტები
საწრეო მუშაობა მატად
ნაყოფიერი აღმოჩნდა მსმენელებისათვის. გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები თუ როგორ გამოიყენებენ
მიღებულ ცოდნას ცხოვრებაში.
გამოიკვეთა მოსწავლეთა აქტიური
ჩართულობა.
28.10.19. მეოთხე შეხვედრა
ჩატარდა ბუნების წრის მეოთხე გაკვეთილი, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებს გაეცნობიერებიათ თუ რა მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობებს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთენ მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ აქტივობებში: უპასუხეს შეკითხვებს, იმსჯელეს ვარჯიშების ნაირსახეობასა და ტიპებზე, დაწერეს საკუთარი მოსაზრებები და წარმოადგინეს ჯგუფის პრეზენტატორებმა. დასასრულს ხელმძღვანელმა მოსწავლეებს შეასრულებინა მსუბუქი ტანვარჯიში.
მონაწილეებისათვის საკმაოდ სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ეს შეხვედრა.
04.11.19. ჩატარდა ბუნების
წრის მეხუთე გაკვეთილი.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საკვები პროდუქტების კლასიფიკაცია სასარგებლო და
უსარგებლო პროდუქტებად.
მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად დაასახელეს ორივე
კატეგორიის საკვები პროდუქტები. იხილეს მასწავლებლის მიერ პროგრამა powerpoint - ში
მომზადებული პრეზენტაცია საკვები პროდუქტების შესახებ. შე,დეგ მოსწავლეებმა წებოვან
ფურცლებზე დაწერეს თავიანთი მოსაზრებები და გამოაკრეს დაფაზე.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს საკითხისადმი.
მათ გაუჩნდათ სურვილი იკვებონ სწორად.
11.11.19. გაიმართა რიგით მეექვსე
წრის მუშაობა თემაზე: "დღის რეჟიმი". შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთა
მიერ დღის რეჟიმის შედგენას.
მონაწილეებმა იმუშავეს ტრიადებში და წარმოადგინეს საკუთარი ყოველდღიური ცხოვრების ელემენტები, რაც შეაჯერეს მასწავლებლის დახმარებით და ერთი მთლიანი რეჟიმი შექმნეს.
გამოიკვეთა მოსწავლეთა აქტიურობა და ჩართულობა მუშა პროცესში. დადებითად შეაფასეს შეხვედრა.
მონაწილეებმა იმუშავეს ტრიადებში და წარმოადგინეს საკუთარი ყოველდღიური ცხოვრების ელემენტები, რაც შეაჯერეს მასწავლებლის დახმარებით და ერთი მთლიანი რეჟიმი შექმნეს.
გამოიკვეთა მოსწავლეთა აქტიურობა და ჩართულობა მუშა პროცესში. დადებითად შეაფასეს შეხვედრა.
18.11.19. ჩატარდა მეშვიდე საწრეო მუშაობა ბუნებაში. მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები თემაზე: ვისწავლოთ საკუთარი თავის მოვლა. დამზადებული ბუკლეტები გამოფინეს ჯგუფებმა. ბოლოს კი შეაჯამეს და შეაფასეს მუშაობა.შეხვედრა მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.
25.11.19 მერვე გაკვეთილი მიზნად ისახავდა წინა შვიდი სამუშაოს შეჯამებას;
მონაწილეების მიერ დამზადებული საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებას სკოლის დანარჩენი
მოსწავლეებისათვის.
დასკვნით საწრეო მუშაობას ესრებოდა
სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.
შეხვედრა წარიმართა დისკუსიის
სახით. მოსწავლეებმა გამოიჩინეს დიდი ინტერესი საკითხისადმი და აქტიურობა პროცესში.
შემდეგ კი მსმენელებს დაურიგდათ
საინფორმაციო ბუკლეტები.
შეხვედრა მეტად საინტერესო
აღმოჩნდა ყველასთვის, მოსწავლეებმა მოახერხეს სხვათა ინფორმირება საკუთარი თავის უსაფრთხოებისა
და ჯანმრთელობის შესახებ.
საწრეო შეხვედრები ქართულში
04.10.19. შედგა
,, მკითხველთა გუნდის " # 1 შეხვედრა . ვინაიდან წრის მიზანია წიგნიერების
ამაღლება , საჭირო იყო პირველ ეტაპზე გაგვერკვია , თუ როგორ კითხულობენ მოსწავლეები
ახალ , უცხო ტექსტს. სწორედ ამიტომ ამ შეხვედრას დიაგნოსტიკური დატვირთვა ჰქონდა -
მოსწავლეებმა აჩვენეს საკუთარი კითხვის დონე.
11.10.19. შეხვედრა #2 - წაკითხულის გაგება- გააზრება
. წიგნიერების პრობლემა იმაში მდგომარეობს ,რომ მოსწავლეები კითხულობენ , მაგრამ ზედაპირულად
. უჭირთ წაკითხულის გაგება- გააზრება. ამ შეხვედრის მიზანიც ეს იყო , უკეთ გაგვეგო
წაკითხული და გააზრებულად გვემსჯელა ტესქსტის პირობის ირგვლივ.
25 .10.2019 წ. ჩატარდა მკითხველთა გუნდის მე-4 შეხვედრა
. შეხვედრის თემა იყო წაკითხულის გაგება-გააზრება. კერძოდ, სხვადასხვა ლიტერატურული
ჟანრის ტექსტების მოსმენა და საკუთარი აზრისა და ემოციები წერილობით გამოხატვა.
01.11.2019 წ. ჩატარდა მკითხველთა გუნდის მე-5 შეხვედრა .ტექსტის აწყობა, წაკითხვა , გაგება , გააზრება. დანაწევრებული ეპიზოდების მიხედვით
ტექსტის გამთლიანება , წაკითხვა და ეპიზოდის დასათაურება.
08.11.19. ჩატარდა მკითხველთა გუნდის მე-6 შეხვედრა. ტექსტის ეპიზოდების ერთმანეთთან დაკავშირება, მთავარი თემის განსაზღვრა გმირის საქციელის შეფასება.
მცირე ზომის ტექსტები , თაბახის ფურცელზე ამობეჭდილიგრაფიკულ-მაორგანიზებელი სქემები- გმირის რუკა.
15.11.19. ჩატარდა მკითხველთა გუნდის მე-7 შეხვედრა.როლური თამაშები,თოჯინებითა და საკუთარი ნახატებით როლების მორგება და ტექსტის თეატრალური წარმოდგენა.
22.11.19 ჩატარდა მკითხველთა გუნდის მე-8 შეხვედრა.მხატვრული კითხვა.მოსწავლეები მხატვრულად კითხულობენ ლექსებს.
შეხვედრები საწრეო მუშაობის მათემატიკაში
1.
2019 წლის 4 ოქტომბერს შედგა წრის მეცადინეობის 1-ლი შეკრება. წრის მუშაობის
თემა იყო: შეკრება-გამოკლება
20-ის ფარგლებში. წრის მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეთათვის 20-მდე რიცხვების შეხსენება,
მათი ამოცნობა, რიცხვებში ათეულებისა და ერთეულების გამოყოფა, ათეულზე ერთეულის მიმატება
და გამოკლება. ასევე პოზიტიური განწყობის შექმნა. შესწავლილი რიცხვების დაკავშირება
მათემატიკური ნიშნების საშუალებით, ნიშნების დახასიათება.
მოსწავლეებმა
შეძლეს 20-მდე რიცხვების დასახელება, რიცხვებში ათეულების გამოყოფა, ათეულზე ერთეულის
მიმატება და გამოკლება. მეცადინეობა ჩავატარე წინარე ცოდნის გააქტიურებით, გავიხსენეთ
ოცამდე რიცხვების წინა და მომდევნო რიცხვები, დავითვალეთ რიცხვები 1-ის ბიჯით. ვიმუშავეთ
შეკრებისა და გამოკლების გზებზე. განვიხილეთ და ამოვხსენით მაგალითები, სადაც ათეულს
ერთეული სხვადასხვა მეთოდით გამოვაკელით და მივუმატეთ. მუშაობის პროცესში გამოვიყენეთ
პროექტორი, შევასრულეთ პროექტორით გაშუქებული დავალებები.
2. 2019 წლის 11 ოქტომბერს შედგა მათემატიკის წრის მე-2 მეცადინეობა.
გაკვეთილის თემა: რიცხვების გაორმაგება. გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეებს შეძლებოდათ
რიცხვების გაორმაგება სხვადასხვა მოდელების გამოყენებით. მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული
სავარჯიშოების გაორმაგებაზე სხვადასხვა მოდელების გამოყენებით: სათვლელი ჩხირები,
ილუსტრაციები, ბარათები. ჩაწერეს მაგალითები. მოსწავლეება გაიხსენეს შეკრების თვისებები
და ამის გამოყენებით მოახდინეს გაორმაგების მაგალითის ჩაწერა და გააორმაგეს მოცემული
რიცხვი. მოახდინეს გაორმაგების მოქმედების დემონსტრირება საგანთა მოცემული რაოდენობის
ჯგუფისთვის იგივე რაოდენობის ჯგუფის დამატებით. გააორმაგეს რიცხვები 10-ის ფარგლებში,
ასევე სრული 10-ეულები და 20-ეულები. დააკავშირეს ეს მოქმდება შესაბამის ბიჯით თვლასთან.
დაადგინეს არის თუ არა მოცემული რიცხვი სხვა რიცხვის ორმაგი.
3.
2019 წლის 18 ოქტომბერს შედგამე-3 მეცადინეობა. მეცადინეობის თემა იყო: რიცხვების
განახევრება. მიზანი: მოსწავლეებს შეძლებოდათ რიცხვების განახევრება სხვადასხვა მოდელების
გამოყენებით. მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები განახევრებაზე სხვადასხვა
მოდელების გამოყენებით: სათვლელი ჩხირები, ილუსტრაციები, ბარათები. ჩაწერეს
მაგალითები. მოსწავლეება გაიხსენეს გამოკლების თვისებები და ამის გამოყენებით
მოახდინეს განახევრების მაგალითის ჩაწერა და გაანახევრეს მოცემული რიცხვი. მოახდინეს
განახევრების მოქმედების დემონსტრირება საგანთა მოცემული რაოდენობის ორ ტოლ გროვად
განაწილებით. გაანახევრეს ლუწი რიცხვები 10-ის ფარგლებში, ასევე სრული 10-ეულები და
20-ეულები. დაადგინეს არის თუ არა მითითებული რაოდენობა სხვა მითითებული რაოდენობის
ნახევარი, გამოიყენეს საგანთა დაწყვილების მეთოდი. გამოიყენეს უკუთვლა და გაანახევრეს
ლუწი რიცხვები. მოახდინეს განახევრების ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირება.
4.
2019 წლია 25 ოქტომბერს შედგა მათემატიკური წრის მეცადინეობის მე-4 გაკვეთილი. თემა
იყო: ამოცანის შემადგენელი ნაწილების დასახელება. პირობის გამოყოფა და კითხვის დასმა.
წრის მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ამოცანის შემადგენელი ნაწილების შეხსენება,
ამოცანის პირობისა და კითხვის გამოყოფა,მოსწავლეებს შეძლებოდათ მარტივი ამოცანების
ამოხსნა. ვიმუშავეთ ამოცანებში ძირითადი საკითხებისა და ქვესაკითხების გამოკვეთა-გამოყოფაზე,
ასევე ამოცანიდან კითხვის ამოღებაზე. ყურადღების კონცენტრაციაზე და ამოცანის მიმართ
ინტერესის გაღვივებაზე. დავასახელეთ ამოცანის შემადგენელი ნაწილები. მოსწავლეებმა გაიაზრეს
და ამოხსნეს მარტივი ამოცანები.
5.
2019 წლის 1 ნოემბერს გაიმართა წრის მეცადინეობის მე-5 გაკვეთილი. გაკვეთილის თემა
იყო: ამოცანების ამოხსნა. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებს შეძლებოდა ამოცანების
გააზრება და ამოხსნა. -ით მეტი და -ით ნაკლების ტერმინების გააზრდება და გამოყენება
პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას. ვიმუშავეთ ამოცანაში ძირითადი საკითხებისა
და ქვესაკითხების გამოყოფაზე. ყურადღება გავამახვილე -ით მეტი და -ით ნაკლები ტერმინების
მნიშვნელობაზე ამოცანებში. დაუკავშირეს ტერმინები მეტი და ნაკლები მათემატიკურ მოქმედებებს.
მოსწავლეებმა შეძლეს მარტივი ერთმოქმდებიანი ამოცანების ამოხსნა დასახელებული ტერმინების
გამოყენებით, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა
ყურადღების მობილიზება და მეხსიერება.
6.
2019 წლის 8 ნოემბერს შედგა მე-6 მეცადინეობა. გაკვეთილის თემა: არითმეტიკული
მოქმედებები რიცხვებზე ( შეკრება). გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის 20-ის
ფარგლებში რიცხვების შეხსენება და ათეულის გავლით შეკრება. მოსწავლეებმა შეძლეს 20-ის
ფარგლებში რიცხვების დასახელება, ათეულისა და ერთეულის გამოყოფა. წინა და მომდევნო
რიცხვების დასახელება და ათეულზე გავლით რიცხვების შეკრება. ასევე გამოიყენეს შეკრების
სხვადასხვა მეთოდები. დაასახელეს შეკრების კომპონენტები. მოახდინეს
შეკრების დემონსტრირება მოდელების გამოყენებით, დაადგინეს მოქმედების შედეგი, რამდენით
გაიზარდა მოცემული რიცხვი. მოახდინეს რიცხვების შეკრება რიცხვითი კიბისა და საგანთა
გროვების გამოყენებით. ასევე გამოვიყენეთ 1-ის ბიჯით თვლა რიცხვების შეკრებისას. მოვახდინეთ
შეკრების კომპონენტების დამრგვალება და ზეპირი შეკრება. იმსჯელეს რატომ არის მიახლოებითი
პასუხი ზუსტზე მეტი ან ნაკლები.
7.
2019 წლის 15 ნოემბერს გაიმართა რიგით მეცხრე მეცადინეობა მათემატიკის წრისა. გაკვეთილის
თემა იყო: არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე (გამოკლება). გაკვეთილის მიზანი იყო:
20-ის ფარგლებში რიცხვების გამოკლება ათეულზე გავლით. მოსწავლეებმა შეძლეს 20-ის ფარგლებში
რიცხვების დასახელება, ათეულისა და ერთეულის გამოყოფა. წინა და მომდევნო რიცხვების
დასახელება და ათეულზე გავლით რიცხვების გამოკლება. ასევე გამოიყენეს გამოკლების სხვადასხვა
მეთოდები. დაასახელეს გამოკლების კომპონენტები. მოახდინეს გამოკლების
დემონსტრირება მოდელების გამოყენებით, დაადგინეს მოქმედების შედეგი, რამდენით შემცირდა
მოცემული რიცხვი. მოახდინეს რიცხვების გამოკლება რიცხვითი კიბისა და საგანთა გროვების
გამოყენებით. ასევე გამოვიყენეთ 1-ის ბიჯით თვლა რიცხვების გამოკლებისას. მოვახდინეთ
გამოკლების კომპონენტების დამრგვალება და ზეპირი გამოკლება. იმსჯელეს რატომ არის მიახლოებითი
პასუხი ზუსტზე მეტი ან ნაკლები. შეძლეს გამოკლების მაგალითის შემოწმება შეკრებით.
მუშაობის პროცესში გამოვიყენეთ პროექტორი, შევასრულეთ პროექტორით გაშუქებული დავალებები.
8.
2019 წლის 22 ნოემბერს შედგა მათემატიკის წრის რიგით მე-8, ბოლო, შემაჯამებელი მუშაობა. მოსწავლეებმა გააანალიზეს განხილული საკითხები. კიდევ ერთხელ შეაჯამეს ნასწავლი თემები და გამოთქვეს სურვილი იმისა, რომ დიდი სიამოვნებით გააგრძელებდნენ მეცადინეობას კიდევ. მეცადინეობაზე გაიმართა დისკუსია, თუ რა მოგვცა ამ სასწავლო წლის პირველ სემესტრში ერთად მუშაობამ. აღინიშნა, რომ საკმაოდ საინტერესო და შედეგიანი იყო შეხვედრები, გავიგეთ ბევრი რამ ახალი, განვამტკიცეთ ნაცნობი საკითხები. მოეწყო მშობლებისა და მოსწავლეების გამოკითხვა (თან ერთვის გამოკითხვის შედეგები).
Subscribe to:
Posts (Atom)